Monday, March 14, 2016

ინტელის პროექტი

ჩვენი პლანეტა

ინტელის პროექტის შემაჯამებელი რეფლექსია



ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით რვა მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანითკომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტადია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. მოვახდინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობის შეფასების ფორმები, დამატებითი დამხმარე მასალები. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.

        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. ბოლოს შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად.

Friday, December 18, 2009

1.პროექტის სახელი: რა ვიცით ამერიკის კულტურის შესახებ?

2.პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: ამერიკის კულტურის შესახებ მასალის მოძიება

3.პროექტის სრული არწერა: მოსწავლეები მოიძიებენ ამერიკის დაარსების ისტორიას, ისტორიულ-გეოგრაფიულ მდებარეობას, ცნობილ ისტორიულ პიროვნებებს, მწერლებს, მხატვრებს, ისტორიულ ძეგლებს, მოიძიებენ ფოტო და ვიდეო მასალას ქვეყნის შესახებ

4.მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დამხმარე ლიტერატურის მოძიება. მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, პრეზენტაცია, დისკუსიის გამართვა, ჯგუფური მუშაობა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევა ძიების უნარჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან ამერიკის კულტურას.

8. სამუშაო ენა: ინგლისური/ქართული

9 .საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული - ლიტერატურული ნაწარმოებების , ბიოგრაფიების გაცნობა, მსჯელობის უნარის ჩაამოყალიბება და განვითარება. ისტორია - გაეცნობიან ეპოქას, ისტორიულ ძეგლებს, კულტურას. ისწავლიან უცხო კულტურის დაფასებას

10. პროექტის ფასილიტატორი:გვანცა გიორგობიანი

11. ფასილიტატორის ელ.პოსტა:gvantsagiorgobiani@gmail.com

12. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gvantsagiorgobiani.blogspot.com